ესაია 40:28-31
განა არ იცი? განა არ გსმენია, რომ მარადიული უფალი ღმერთი, შემქმნელი ქვეყნიერების კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება? მიუწვდომელია მისი გონება. ის აძლევს ძალას დაღლილს და დაქანცულს სიმტკიცეს მატებს. იღლებიან ჭაბუკნი და იქანცებიან, ყმაწვილნი ეცემიან, ხოლო უფლის მოსავნი ძალას განიახლებენ; ფრთებს გაშლიან ორბებივით, მორბენალნი არ დაიქანცებიან, მავალნი არ დაიღლებიან.
მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“
2 კორინთელთა 4:16-18
ამიტომ არ ვცხრებით, პირიქით, თუ ჩვენი გარეგანი კაცი ცვდება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს, რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო.
ფილიპელთა 4:12-13
ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.