მთავარითემები „მ"მზადყოფნა

მზადყოფნა

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 22:4
    კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
  2. ლუკას 14:16-17
    მან კი უთხრა: „ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.  სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
  3. 1 პეტრეს 1:5
    ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
  4. 3 მეფეთა 20:12
    ეს სიტყვა რომ მიუტანეს ბენ-ჰადადს, მეფეებთან ერთად სვამდა კარვებში. უთხრა თავის მსახურებს: „ალყაში მოაქციეთ”. და შემოადგნენ ქალაქს.
  5. 2 ნეშტთა 25:5
    შეკრიბა ამაციამ იუდა და მამისსახლების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოც წელზე მეტი ხნისანი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, საომრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
  6. დანიელი 11:10
    იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.
  7. 1 პეტრეს 5:8
    იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
  8. ფსალმუნები 38:1
    ვთქვი - დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.
  9. მათეს 26:41
    იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
  10. მარკოზის 14:38
    იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.
  11. ლუკას 22:46
    უთხრა: „რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
  12. 1 კორინთელთა 10:12
    ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
  13. 4 მეფეთა 20:1
    იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოცისა, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ”.
  14. ესია 38:1
    იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!
  15. დაბადება 46:30
    უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!
  16. საქმეები 21:13
    მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
  17. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
  18. 1 მეფეთა 25:41
    აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
  19. იოანეს 9:4
    სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
  20. 2 კორინთელთა 8:19
    გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.
  21. ტიტეს 3:1
    შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
  22. იერემია 1:17
    შენ კი, შემოისარტყლე წელი, აღსდექ და უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ. ნუ შედრკები მათ წინაშე, რათა მეც არ შეგაძრწუნო.

← ყველა თემა „მ"-ზე

Close
Close