ბიბლიის მუხლები თემაზე
მოციქულთა მოვალეობები
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ლუკას 24:46-48
და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული. და თქვენ ხართ ამის მოწამენი.
-
იოანეს 15:27
და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
-
საქმეები 1:8
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.
-
საქმეები 1:21-22
ამგვარად, დაე, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როდესაც ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, იოანესგან ნათლისღებიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მაუწყებელი.
-
საქმეები 4:33
დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.
-
2 პეტრეს 1:16
რადგან ბრძნული იგავებით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა, არამედ როგორც მისი სიდიადის თვითმხილველებმა.
-
1 იოანეს 1:1-3
რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც დავკვირვებივართ და რასაც ჩვენი ხელებით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ – და სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და ჩვენ გამოგვეცხადა, – რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.