მთავარი › თემები „ს" › სულიერი მონობა

სულიერი მონობა

1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 ტიმოთეს 2:26
    რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.

    იოანეს 8:34
    მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.

    ებრაელთა 2:14
    რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,

    რომაელთა 7:24
    უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?

    2 პეტრეს 2:19
    თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.

    რომაელთა 6:18
    გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.

    1 ტიმოთეს 3:7
    ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილში და ეშმაკის მახეში არ გაებას.

    საქმეები 8:23
    ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.

← ყველა თემა „ს"-ზე

Close
Close