დაბადება 17:5
და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ.
დაბადება 17:15
და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი.
დაბადება 32:28
და უთხრა მას: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“
დაბადება 41:45
და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
ეზეკიელი 38:35
ირგვლივ 18 000 წყრთა. და ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: უფალი სუფევს იქ.
მსაჯული 6:32
და იმ დღეს უწოდეს გედეონს იერუბაყალი, რაც ნიშნავს: „თავად ბაყალმა გასცეს პასუხი.“ ბაყალის სამსხვერპლო ხომ მან დაანგრია.
2 მეფეთა 12:25
და გააგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და მან უფლის სიტყვისამებრ სახელად უწოდა იედიდია.
მათეს 16:17-18
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა შენ ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ცაშია. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი.
საქმეები 13:9
ხოლო სავლე, რომელსაც პავლეც ჰქვია, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას მზერა