3 გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან. 4 მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?” 5 ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?” მან მიუგო: „მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა”. 6 უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: „რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.