9 იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. 10 ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: “ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.” 11 ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით.