Homeსაღმრთო წერილი

იკითხე ბიბლია

ikitxe biblia
იკითხე ბიბლია, რადგან: „უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ (იოან 8:31-32)

„ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.“ (საქმ. 20:32)

„ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ (მათ. 4:4)

„სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.“ (იოან. 6:63)

„რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.“ (რომ. 15:4)

„მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. “ (იოან. 14:23-24)

„განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება.“ (იოან. 17:17)

COMMENTS