იესო ქრისტეს მარადიულობა ბიბლიური ციტატები

იოანეს 8:58
უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.

ესაიას 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.

კოლასელთა 1:7
ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

1 იოანე 1:1
იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე.

გამოცხადება 1:17-18
ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: ,,ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,  და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.

გამოცხადება 1:8
,,მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.

ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.

ებრაელთა 7:3
უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.

ებრაელთა 7:16-17
რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით.  ვინაიდან დამოწმებულია: ,,შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

ფსალმუნი 110:4
სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს, მოწყალე და შემბრალეა უფალი.

ებრაელთა 5:6
როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: ,,შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

ებრაელთა 7:21
ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: ,,დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

ებრაელთა 7:24
ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.

ებრაელთა 6:20
სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.

ებრაემთა 7:28
ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.

იოანეს 12:34
უთხრა ხალხმა: ,,რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”

იოანეს 8:35
ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.

მათეს 28:20
სწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!