HomeUncategorized

ლუკას 23:8-11

8 იესო რომ დაინახა ჰეროდემ, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მისი ამბავი და სურდა მისგან მოხდენილი რაიმე სასწაულის ნახვა. 9 ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. 10 მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და თავგამოდებით ადანაშაულებდნენ მას. 11 ხოლო ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად შეურაცხყო და სასაცილოდ აიგდო იგი. ჩააცვა თეთრი სამოსი და უკან გაუგზავნა პილატეს.

COMMENTS