HomeUncategorized

მათეს 27:27-31

27 მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. 28 და განძარცვეს იგი და ძოწეულის მოსასხამით შემოსეს. 29 და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწმის კვერთხი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“ 30 და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. 31 დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს მისივე სამოსი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

COMMENTS