ფსალმუნები
1481 ალელუია! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში! 2 ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო! 3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო! 4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და, მისნო წყლებო, რომელნიც ცათა ზემოთ ხართ! 5 ადიდონ სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ, 6 და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; რჯული მისცა და არავინ გადაუხვევს. 7 ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო! 8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო, 9 მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. 10 მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო; 11 მეფენო ქვეყანისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყანისა. 12 ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, – 13 ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში. 14 და მოამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ერისა. ალელუია!