ეზეკიელი 1:13-25

By
თებერვალი 5, 2015
13 შესახედაობა ამ ცხოველებისა გაღვივებული ნაკვერცხლების მსგავსი იყო; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის; ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან. 14 ეს ცხოველები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ელვის მსგავსად. 15 ვუყურებ ამ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს. 16 შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. ერთნაირი იყო ოთხივე და ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო. 17 როცა მოძრაობდნენ, ოთხივე მხარეს მიდიოდნენ, სვლისას არ ტრიალებდნენ. 18 და მათი ბორბლების ფერსოები გრძელი და საშინელი იყო. და მათი ოთხივე ბორბლის ფერსოები გარშემო სავსე იყო თვალებით. 19 და როდესაც ცხოველები მოძრაობდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ, და როდესაც მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მაღლა. 20 საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, საითაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული ედგათ ბორბლებს. 21 მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით ბორბლებიც იწეოდნენ მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული ედგათ ბორბლებს. 22 ცხოველთა თავს ზემოთ თითქოს ბროლის გასაოცარი თაღი იყო გადაჭიმული. 23 თაღს ქვემოთ მათი გაშლილი ფრთები ერთმანეთს უსწორდებოდა. თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. 24 და მესმოდა მათი მოძრაობისას მათი ფრთების შრიალი, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, როგორც ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე. 25 და ხმა გადმოდიოდა თაღიდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო გადაჭიმული. როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close