5 და მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდათ.6 თითოეულ მათგანს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. 7 სწორი ფეხები ჰქონდათ და ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და ტანი ბრინჯაოსავით უელავდათ; 8 და ადამიანის ხელები მოუჩანდათ ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს. ოთხივეს ჰქონდა სახე და ფრთები. 9 ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. 10 შესახედაობა მათი სახისა კი ასეთი იყო: სახე ადამიანისა და სახე ლომისა მარჯვენა მხარეს ჰქონდა; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და ორბის სახე ოთხივე მათგანს; 11 ოთხივეს სახე და ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ მიმართული; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანს იფარავდნენ. 12 თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქით, საითაც სულს მიჰყავდა, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალებდნენ სიარულისას.