3 ხმა მღაღადებლისა: „უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს, ბილიკები მოუსწორეთ ტრამალებზე ჩვენს ღმერთს! 4 ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობები დავაკდება და მთაგრეხილები – დასწორდება. 5 გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს ამას ყოველი ხორციელი ერთად, რადგან უფლის ბაგემ თქვა ეს.“