10 და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. 11 და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“ 12 და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული.