7 თქვენი სიმრავლის გამო კი არ მოგისურვათ უფალმა და გამოგირჩიათ ყველა ხალხიდან, თქვენ ხომ ყველა ხალხზე უმცირესნი ხართ, 8 არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან.