ძველი აღთქმა
ესაია
391 იმ დროს მეროდან-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, გაუგზავნა წერილები და საჩუქრები ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ ავად იყო, და გამოჯანმრთელდა. 2 და გაიხარა ამით ხიზკიაჰუმ და უჩვენა მათ თავისი საგანძურის, ვერცხლი და ოქრო, და სურნელი და ძვირფასი ნელსაცხებელი და მთელი თავისი იარაღების სახლი და ყველაფერი, რაც მის საუნჯეში მოიპოვებოდა. არ იყო საგანი, რომელიც არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს თავის საუნჯიდან 3 მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა მას: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?” და უპასუხა მას ხიზკიაჰუმ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ ჩემთან, ბაბილონიდან.” 4 და ჰკითხა ესაიამ: „რა ნახეს მათ შენს სახლში?” და უპასუხა ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია, ნახეს მათ. არ იყო საგანი, რომელიც არ მეჩვენებინოს მათთვის ჩემი საუნჯიდან.” 5 და უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე სიტყვა უფალ ცაბაოთისა: 6 ‘აი, მოდის დღეები, და წაიღებენ ბაბილონში ყველაფერს, რაც შენმა მამებმა დააგროვეს ამ დღემდე. არაფერი დარჩება!’ თქვა უფალმა. 7 ‘და შენს ძეთაგან, რომლებიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ შობ, წაიყვანენ და საჭურისნი იქნებიან ისინი ბაბილონის მეფის სასახლეში.” 8 და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „კეთილია სიტყვა უფლისა, რომელიც შენ წარმოთქვი, რადგან მშვიდობა და სიმტკიცე იქნება ჩემს დღეებში.”