18 და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!” და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. 19 და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.” და წაუძღვა სამარიამდე. 20 და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.” აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.