ეზეკიელი 34:25-31

By
იანვარი 10, 2014
25 და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ ბოროტ ცხოველს ამ ქვეყნიდან. და იცხოვრებენ უდაბნოში უსაფრთხოდ და ტყეებში დაიძინებენ. 26 და მე ვაქცევ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს კურთხევად, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე და კურთხეული წვიმები იქნება ისინი. 27 და გამოიღებს მინდვრის ხე თავის ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს. და იქნებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც დავლეწავ მათი უღლის ბორკილებს და ვიხსნი მათ მათი დამმონებლების ხელიდან. 28 და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად და ქვეყნის მხეცები არ შეჭამენ მათ. იცხოვრებენ უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. 29 და აღვუდგენ მათ ახალ ნერგს სახელისათვის და აღარ იქნებიან შიმშილისაგან წარტაცებულნი ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ ხალხთაგან შეურაცხყოფას. 30 და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი ვარ მათთან: ისინი კი, სახლი ისრაელისა ჩემი ხალხია!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 31 ‘და თქვენ ჩემი ცხვარი ხართ, ცხვარი ჩემი სამწყსოსი – ადამიანები ხართ თქვენ, მე კი თქვენი ღმერთი!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

კომენტარის დატოვება

Close
Close