2 რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. 3 „მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში.