2 „ძეო კაცისავ! იწინასწამეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც თავიანთ თავს მწყემსავენ. განა მწყემსებმა ცხვარი არ უნდა მწყემსონ? 3 ქონს თქვენ ჭამთ, მატყლს იცვამთ და ჯანსაღ ცხვარს კლავთ, ცხვრის ფარას კი არ მწყემსავთ.