HomeUncategorized

რომაელთა 14:1-4

1 რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. 2 ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს. 3 ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. 4 ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა.

COMMENTS