3 აი რა უნდა განეკუთვნოს მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან ცხვარს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და კუჭი. 4 პირველმოწეული მარცვლეული, ღვინო, ზეთი შენი მოსავლიდან, და აგრეთვე ცხვრის პირველგანაპარსიდან მიეცი მღვდელს, 5 რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი სამუდამოდ.