2 „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. 3 და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, 4 ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა. 5 მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. 6 აჰა, მივუჩინე მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: 7 საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და სარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ნივთი კარვისა, 8 ტაბლა და მისი ჭურჭელი და ხალასი ოქროს სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა, 9 და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, 10 და საწესო შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთა შესამოსელნი სამღვდელმსახუროდ, 11 მირონი და სურნელოვანი საკმეველი წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“