ძველი აღთქმა
რიცხვნი
261 და მუსვრის შემდეგ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს: 2 „აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, თავიანთი მამის სახლითურთ, ყოველი ლაშქრად გამსვლელი ისრაელში.” 3 და უთხრეს მათ მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: 4 „ოცი წლის ასაკიდან და უფროსი აღრიცხეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და ისრაელის ძეთ, რომელნიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან.” 5 რეუბენი პირმშოა ისრაელისა. რეუბენის ძენი: ხანოქისაგან ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსაგან ფალუელთა საგვარეულო. 6 ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმისაგან ქარმელთა საგვარეულო. 7 ესენია რეუბენის ძეთა საგვარეულოები; და მათი რიცხვი იყო ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი. 8 და ფალუს ძენი: ელიაბი. 9 და ძენი ელიაბისა: ნემუელი, დათანი და აბირამი. დათანი და აბირამი თემის წარჩინებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც მოსეს და აარონის წინააღმდეგ აქეზებდნენ კორახის დასს მათი ამბოხებისას უფლის წინააღმდეგ. 10 და გაიხსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი. და კორახიც დაიღუპა მათთან ერთად, როდესაც შთანთქა ცეცხლმა ორასორმოცდაათი კაცი. და მაგალითად იქცნენ ისინი. 11 კორახის ძენი არ დახოცილან. 12 ესენი იყვნენ სიმონის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: ნემუელისაგან ნემუელის საგვარეულო; იამინისაგან იამინის საგვარეულო; იაქინისაგან იაქინის საგვარეულო, 13 ზერახისაგან ზერახის საგვარეულო; საულისაგან საულის საგვარეულო. 14 ესენია საგვარეულოები სიმონისა: ოცდაორი ათას ორასი სული. 15 და გადის ძენი თავინთი საგვარეულოებით: ცეფონისაგან ცეფონის საგვარეულო; ხაგისაგან ხაგის საგვარეულო; შუნისაგან შუნის საგვარეულო; 16 ოზნისაგან ოზნის საგვარეულო; ყერისაგან ყერის საგვარეულო; 17 აროდისაგან აროდის საგვარეულო; არიელისაგან არიელის საგვარეულო. 18 ესენია გადის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ორმოცი ათას ხუთასი სული. 19 იუდას ძენი: ყერი და ონანი [შელა, ფერეცი, ზერახი]. და გარდაიცვალნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში. 20 და იყვნენ იუდას ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შელასაგან შელას საგვარეულო; ფერეცისაგან ფერეცის საგვარეულო; ზერახისაგან ზერახის საგვარეულო. 21 და იყვნენ ფერეცის ძენი: ხეცრონისაგან ხეცრონის საგვარეულო; ხამულისაგან ხამულის საგვარეულო. 22 ესენია იუდას საგვარეულოები თავიანთი აღრიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი სული. 23 ისაქარის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: თოლაყისაგან თოლაყის საგვარეულო; ფუვასაგან ფუვას საგვარეულო; 24 იაშუბისაგან იაშუბის საგვარეულო; შიმრონისაგან შიმრონის საგვარეულო. 25 ესენია ისაქარის საგვარეულოები აღრიცხვით, სულ სამოცდაოთხიათას სამასი სული. 26 ზებულუნის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: სერედისაგან სერედის საგვარეულო; ელონისაგან ელონის საგვარეულო; იახლეელისაგან იახლეელის საგვარეულო. 27 ესენია ზებულუნის საგვარეულოები აღრიცხვით, სულ სამოციათას ხუთასი სული. 28 იოსების ძენი თავინთი საგვარეულოებით: მენაშე და ეფრემი. 29 მენაშეს ძენი: მაქირისაგან მაქირის საგვარეულო; და მაქირმა შვა გილყადი; გილყადისაგან გილყადის საგვარეულო. 30 ესენია გილყადის ძენი: იყეზერისაგან იყეზერის საგვარეულო; ხელეკისაგან ხელეკის საგვარეულო; 31 და ასრიელისაგან ასრიელის საგვარეულო; და შექემისაგან შექემის საგვარეულო; 32 და შემიდაყისაგან შემიდაყის საგვარეულო; და ხეფერისაგან ხეფერის საგვარეულო. 33 და ცელაფხადს, ხეფერის ძეს, არ ჰყავდა ძენი, მხოლოდ ასულნი. და ცელაფხადის ასულთა სახელები იყო: მახლა და ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. 34 ესენია მენაშეს საგვარეულოები. და მათში აღრიცხული იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი სული. 35 ესენი არიან ეფრემის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შუთელახისაგან შუთელახის საგვარეულო; ბექერისაგან ბექერის საგვარეულო; თახანისაგან თახანის საგვარეულო. 36 და ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისაგან ყერანის საგვარეულო. 37 ესენია ეფრემის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ოცდათორმეტი ათას ხუთასი სული. და ესენი არიან იოსების ძენი თავიანთი საგვარეულოებით. 38 ბენიამინის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: ბელაყისაგან ბელაყის საგვარეულო; აშბელისაგან აშბელის საგვარეულო; ახირამისაგან ახირამის საგვარეულო; 39 შეფუფამისაგან შეფუფამის საგვარეულო; ხუფამისაგან ხუფამის საგვარეულო. 40 და ბელაყის ძენი იყვნენ: არდი და ნაყამანი: არდისაგან არდის საგვარეულო; ნაყამანისაგან ნაყამანის საგვარეულო. 41 ესენი არიან ბენიამინის ძენი თავიანთი საგვარეულოებით და თავიანთი აღრიცხვით – ორმოცდახუთი ათას ექვსასი სული. 42 დანის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შუხამისაგან შუხამის საგვარეულო. და ესენია დანის საგვარეულოები. 43 სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხვით იყო სამოცდაოთხი ათას ოთხასი სული. 44 აშერის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: იმნასაგან იმნას საგვარეულო; იშვისაგან იშვის საგვარეულო; ბერიყასაგან ბერიყას საგვარეულო; 45 ბერიყას ძეთაგან: ხებერისაგან ხებერის საგვარეულო; მალქიელისაგან მალქიელის საგვარეულო. 46 და სახელი აშერის ასულისა იყო ზერახი. 47 ესენია აშერის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი სული. 48 ნაფთალის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: იახცეელისაგან იახცეელის საგვარეულო; გუნისაგან გუნის საგვარეულო; 49 იეცერისაგან იეცერის საგვარეულო; შილემისაგან შილემის საგვარეულო. 50 ესენია ნაფთალის ძეთა საგვარეულოები, და მათთან აღრიცხული იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი სული. 51 ეს არის აღრიცხულ ისრაელის ძეთა რაოდენობა: ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი სული. 52 და უთხრა უფალმა მოსეს: 53 „მათ სამკვიდრებლად უნდა დანაწილდეს ეს ქვეყანა სახელთა რიცხვის მიხედვით. 54 მრავალრიცხოვანთათვის გაზარდე მათი მიწის სამკვიდრებელი, ხოლო მცირერიცხოვანთათვის შეამცირე. თითოეულს თავისი აღრიცხვის მიხედვით მიეცემა თავისი სამკვიდრებელი. 55 ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მათ მამათა ტომების სახელთა მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრებელი. 56 წილისყრით დანაწილდება მათი სამკვიდრებელი მრავალრიცხოვანთა და მცირერიცხოვანთა შორის.” 57 და აღირიცხნენ ლევიანები თავიანთი საგვარეულოებით: გერშონისაგან გერშონის საგვარეულო, კეჰათისაგან კეჰათის საგვარეულო; მერარისაგან მერარის საგვარეულო. 58 ესენია საგვარეულოები ლევისა: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. და კეჰათმა შვა ყამრამი. 59 და ყამრამის ცოლის სახელი იყო იოქებედი, ასული ლევისა, რომელიც მისმა ცოლმა ეგვიპტეში უშვა. და მან ყამრამს უშვა აარონი და მოსე, აგრეთვე მირიამი, მათი და. 60 და შვა აარონმა ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 61 და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე. 62 და იყვნენ თავიანთი აღრიცხვით ოცდასამი ათასნი – ყოველი მამაკაცი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი. მაგრამ ისინი არ აღრიცხულან ისრაელის ძეთა შორის, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრებელი მათ შორის. 63 ეს იყო მოსესა და ელეაზარ მღვდლის აღრიცხვა, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელის ძენი მოაბის ველებზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან. 64 და მათ შორის არავინ ყოფილა მოსესა და აარონ მღვდლის აღრიცხულთაგან, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელის ძენი სინაის უდაბნოში. 65 რადგან თქვა უფალმა მათზე: „სიკვდილით მოკვდებიან ისინი უდაბნოში!” და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.