რიცხვნი 12

მაისი 5, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
121 და მირიამმა და აარონმა ილაპარაკეს მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც შეირთო მან. რადგან ქუშელი ქალი შეირთო ცოლად. 2 და თქვეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენ არ გველაპარაკა?” და ისმინა ეს უფალმა. 3 და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან. 4 და უთხრა უფალმა უცებ მოსეს, აარონსა და მირიამს: „გამოდით სამივე საკრებულო კარავთან.” და გავიდნენ სამივე. 5 და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტით, და დადგა კარვის შესასვლელში, და დაუძახა აარონს და მირიამს, და გავიდნენ ორივე. 6 და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ჩვენებაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. 7 ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული. 8 პირისპირ ვლაპარაკობ მასთან, აშკარად და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. და როგორ არ გეშინიათ მოსეს, ჩემი მსახურის წინააღმდეგ ლაპარაკისა?” 9 და აღინთო რისხვა უფლისა მათზე, და წავიდა იგი. 10 და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთროვანია იგი. 11 და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად რომ მოვიქეცით და შეგცოდეთ. 12 ნუ დაემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, რომელიც თავისი დედის საშოდან ნახევრად შეჭმული გამოდის.” 13 და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, გევედრები, განკურნე იგი!” 14 და უთხრა უფალმა მოსეს: „მამამისს რომ სახეში მიეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? დაე, დატუსაღდეს იგი შვიდი დღე ბანაკის გარეთ, და შემდეგ დაბრუნდეს.” 15 და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით. და ხალხი არ აყრილა გზად მირიამის დაბრუნებამდე.
თავი მეთერთმეტე                                                                                                                            თავი მეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close