ოსია 14

ივლისი 21, 2015
ძველი აღთქმა
ოსია
141 მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. 2 შეიგონეთ სიტყვები და მოიქეცით უფლისკენ. უთხარით, „სრულიად აგვხადე უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბორებს ჩვენი ბაგეებით აგინაზღაურებთ. 3 ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი. 4 განვკურნავ მათ განდგომას და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. 5 ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. 6 განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. 7 დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს. 8 რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. 9 ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
თავი მეცამეტე                                                                                                                                                იოველი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close