მათეს 15:21-28

By
თებერვალი 15, 2016
21 გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22 და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”. 23 მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”. 24 მან კი უთხრა პასუხად: „მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”. 25 მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე, უფალო!” 26 ხოლო მან მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. 27 უთხრა დედაკაცმა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”. 28 მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close