ლევიანნი 9:8-14

By
იანვარი 13, 2014
8 და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად. 9 და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან. 10 ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს; 11 ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ. 12 დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ. 13 ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე. 14 გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე.

კომენტარის დატოვება

Close
Close