იგავნი სოლომონისა 9

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
91 სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის, გამოთალა მისი შვიდი სვეტი, 2 დაკლა საკლავი, ღვინო შეაზავა და სუფრა გააწყო. 3 დაგზავნა თავისი მხევალნი, მოუწოდა ქალაქის მაღლობთა წვერიდან: 4 „ვინც ბრყვია, აქეთ შემოუხვიოს”! უგუნურს უთხრა მან: 5 „მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო, ჩემი შეზავებული. 6 დატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლეთ და იარეთ გონიერების გზით.” 7 მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს და უკეთურების მამხილებელი – შეურაცხყოფას თავის თავზე. 8 ნუ ამხილებ მქირდავს, რათა არ შეგიძულოს. ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს. 9 მიეცი ბრძენს ცოდნა და უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და გაიმრავლებს ცოდნას. 10 სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია და წმიდის შეცნობა – გონიერება. 11 რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღეები და სიცოცხლის წლები შეგემატება. 12 თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი, და თუ მქირდავი ხარ, მარტო იტვირთავ. 13 სულელი ქალი, ბრიყვი, ხმაურიანი და არაფრის მცოდნე, 14 ჯდება თავისი სახლის ზღურბლთან, სკამზე ქალაქის მაღლობზე, 15 რათა დაუძახოს გზაზე ჩამვლელთ, სწორად მავალთ თავიანთი გზით: 16 „ვინც ბრიყვია, გადმოუხვიოს აქეთ”, ჭკუანაკლულს კი ეუბნება: 17 „მოპარული წყალი ტკბილია და ჩუმად შეჭმული პური – საამური.” 18 მან არ იცის, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის სიღრმეში არიან მისი წვეულნი.
თავი მერვე                                                                                                                                                 თავი მეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close