1 მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები? 2 შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი – ძალიან შორს. 3 მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.