15 და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში. 16 გული მივაყურადე, რომ შემეცნო სიბრძნე და მენახა ყველა ის საქმე, რაც ამ ქვეყნად ხდება; მივხვდი, რომ არც დღისით და არც ღამით ძილს არ აკარებს კაცი თვალს. 17 ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა – მე ვიციო! – მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.