ფსალმუნები 86

By
ივლისი 14, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

861 კორახის ძეთა. ფსალმუნი. გალობა. წმიდა მთაზე დგას ქალაქი მისი დაფუძნებული, 2 უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა საყოფელზე მეტად. 3 ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. 4 „გავახსენებ რაჰაბსა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად: ‘ეს დაიბადა იქ.’” 5 სიონზე კი იტყვიან: „ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.” 6 უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: „ეს დაიბადა აქ.” 7 მღერიან და როკავენ: „ყველა ჩემი წყარო შენშია.”

ფსალმუნი 85                                                                                                                                            ფსალმუნი 87

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close