ფსალმუნები 54

By
ივლისი 2, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

541 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას. 2 ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები. 3 მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან. 4 ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს. 5 შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. 6 და ვამბობ: „რომ მქონოდა მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი; 7 აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას; 8 ავჩქარდებოდი რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან.” 9 მოსპე, უფალო, დაყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში. 10 დღედაღამ გარსუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით, 11 ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა. 12 რადგან ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის – იმას ავიტანდი –; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა – მას დავემალებოდი; 13 მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი. 14 ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის. 15 დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში. 16 ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის. 17 საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას. 18 მან მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული მათგან, მე რომ მებრძოდნენ, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი. 19 მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი … რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა. 20 ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს მისი აღთქმა. 21 ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია. 22 მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას. 23 ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.

თავი ორმოცდამეცამეტე                                                                                                 თავი ორმოცდამეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close