ფსალმუნები 20

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

201 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად. 2 შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. 3 რადგან მას შეხვდი კეთილი კურთხევით, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი. 4 სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა – უკუნითი უკუნისამდე. 5 დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას. 6 შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე. 7 რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა. 8 შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, შენი მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს. 9 ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ, შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ. 10 შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა. 11 რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს, 12 ვინაიდან შენ უკუაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ. 13 ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.

ფსალმუნი 19                                                                                                ფსალმუნი 21

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close