ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
191 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. გისმინოს შენმა უფალმა გაჭირვების დღეს, აღგამაღლოს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა. 2 გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან და სიონიდან შეგამაგროს შენ. 3 გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს სრულადდასაწველი შენი. 4 მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი. 5 ვიმხიარულებთ, რადგან გშველის; და ჩვენი ღვთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა. 6 ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი; თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით. 7 ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ. 8 ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ. 9 უფალო! იხსენი მეფე ჩვენი და გვისმინე, როდესაც შემოგღაღადებთ.
ფსალმუნი 18 ფსალმუნი 20
ფსალმუნი 18 ფსალმუნი 20