ფსალმუნები 149

By
ივლისი 24, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1491 ალელუია! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში. 2 იხარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. 3 განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. 4 რადგან ისურვებს უფალი თავის ერს, დაამშვენებს თავმდაბლებს შეწევნით. 5 იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. 6 ღმერთის განდიდება მათს ხორხში და მახვილი ორპირლესული მათ ხელშია. 7 რათა შური იძიონ ერებზე, დასაჯონ ტომები, 8 შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი – რკინის ხუნდებით. 9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდისათვის. ალელუია!

ფსალმუნი 148                                                                                                                                    ფსალმუნი 150

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close