ფსალმუნები 120

By
ივლისი 19, 2015

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
1201 გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა? 2 ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა. 3 არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი. 4 აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. 5 უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით. 6 დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე. 7 უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; 8 უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.

ფსალმუნი 119                                                                                                                                        ფსალმუნი 121

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close