14 ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის. 15 სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. 16 შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა. 17 არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. 18 მკაცრად დამსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცა.