10 შეგმოსე ნაქარგი ქსოვილით და ჩაგაცვი ფეხზე ტარსიკონის ფეხსამოსი. და შემოგარტყი ბისონი და დაგფარე აბრეშუმით. 11 შეგამკე სამკაულებით და გაგიკეთე სამაჯურები ხელებზე და ყელსაბამი ყელზე. 12 გაგიკეთე რგოლი ცხვირზე და საყურეები ყურებზე და მშვენიერი გვირგვინი დაგადგი თავზე. 13 და იმკობოდი ოქროთი და ვერცხლით. შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს ჭამდი. და დიდად, დიდად გალამაზდი და მიაღწიე მეფობას.