22 და როცა შეწყვიტეს აქლემებმა სმა, მან აიღო ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ორი სამაჯური ათი ოქროს წონის. 23 და ჰკითხა: „ვისი ასული ხარ შენ? მითხარი, თუ არის მამაშენის სახლში გასათევად ადგილი ჩვენთვის?” 24 და მან უპასუხა: „მე ვარ ბეთუელის, მილქას ძის, რომელიც ნახორთან ეყოლა.”