დაბადება
ძველი აღთქმა481 ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი”. და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი. 2 და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.” და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. 3 და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა მე 4 და მითხრა: „ნაყოფიერად გაქცევ მე და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მიმიცია ეს ქვეყანა შენი თესლისათვის შენს შემდეგ საუკუნო სამფლობელოდ. 5 და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში, შენთან ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები. 6 და შენი შვილები, რომელნიც შეგეძინება მათ შემდეგ, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელით იწოდებიან თავიანთ სამკვიდროში. 7 და მე შუამდინარეთიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, ეფრათამდე არ ვიყავი მისული, და იქ დავმარხე ეფრათას გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.” 8 და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ვინ არიან ესენი? 9 და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.” და უთხრა მან: „მომიყვანე ისინი და ვაკურთხებ!” 10 ისრაელს თვალები დაუმძიმდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და მიუყვანა ისინი მას, და გადაკოცნა და მოეხვია მათ. 11 და უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მქონდა იმედი შენი პირის კვლავაც ხილვისა, და აჰა, მახილვინა ღმერთმა შენი ძენიც.” 12 და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მიწამდე. 13 და მოიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი თავის მარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მენაშე თავის მარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან. 14 და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო. 15 და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე, 16 ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისაკის სახელით, და გამრავლდნენ დიდად ქვეყნის შუაგულში.” 17 და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა თავისი მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო თავისი მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე. 18 და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო, რადგან ეს არის პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა.” 19 მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.” 20 და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!’” და დააყენა ეფრემი მენაშეზე მაღლა. 21 და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები და თქვენთან იქნება ღმერთი, და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე. 22 შენთვის მომიცია მიწის ერთი ნაკვეთი შენს ძმათა წინაშე, რომელიც დავიპყარი ამორეველთა ხელიდან ჩემი მახვილითა და ჩემი მშვილდით.”