ძველი აღთქმა
დაბადება251 და კიდევ მოიყვანა აბრაამმა ცოლი და მისი სახელი იყო კეტურა. 2 და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. 3 და იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმინი 4 და ძენი მიდიანისა: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ. 5 და მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი ქონება. 6 ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი თავისი ძის, ისაკისაგან შორს, თავის სიცოცხლეშივე, აღმოსავლეთის ქვეყანაში. 7 ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი. 8 და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს. 9 და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ, 10 მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი. 11 და აკურთხა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისაკი, მისი ძე. და დასახლდა ისაკი ბეერლახაი-როისთან. 12 ესაა შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა მას, სარას, ეგვიპტელმა მხევალმა ჰაგარმა. 13 ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, ყაბდეელი და მიბსამი, 14 მიშმაყი, დუმა, მასა, 15 ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. 16 და ესენი იყვნენ ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი მათი ტომების მიხედვით. 17 და ისმაელმა იცოცხლა ას ოცდაჩვიდმეტი წელი და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს. 18 ისინი სახლობდნენ ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის პირისპირ, აშურის მიმართულებით იყო. და ისინი ყველა თავისი ძმის წინაშე დაეშენენ. 19 და აჰა, შთამომავლობა ისაკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი. 20 და ისაკი იყო ორმოცი წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და. 21 და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22 მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასე უნდა ვიყო, რად დავორსულდი?” და წავიდა უფალთან საკითხავად. 23 და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება. 24 და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. 25 და გამოვიდა პირველი: მთლად წითური, როგორც ბეწვის მოსასხამი და უწოდეს მას სახელად ესავი. 26 და მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავის ქუსლს. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და ისაკი სამოცი წლისა იყო, როდესაც ისინი დაიბადნენ. 27 და წამოიზარდნენ ყმაწვილები. და ესავი გახდა მონადირე და ველად ხეტიალობდა. და იაკობი იყო სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს. 28 და უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევში პოულობდა გემოს. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. 29 მოამზადა იაკობმა შეჭამადი. და მოვიდა ველიდან ესავი და დაღლილი იყო. 30 და უთხრა ესავმა იაკობს: „მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.” (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.) 31 და უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.” 32 და თქვა ესავმა: „აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?” 33 და უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს” და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა. 34 და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა.