მარკოზის 3:13-19

By
მაისი 10, 2014
13 და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან. 14 და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, 15 და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. 16 და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე; 17 იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი; 18 ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. 19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

კომენტარის დატოვება

Close
Close