HomeUncategorized

საქმეები 9:10-15

10 იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ 11 და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი, 12 და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“ 13 მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. 14 და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ 15 უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

COMMENTS