HomeUncategorized

ანგია 2:20-23

20 მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: 21 „ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას. 22 დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ წარმართთა სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, 23 იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო, – ამბობს უფალი, – და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.“

COMMENTS