დაბადება 12

By
მარტი 11, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

121 და უთხრა უფალმა აბრამს: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. 2 და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული. 3 და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”. 4 და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. და იყო აბრამი სამოცდათხუთმეტი წლისა ხარანიდან გასვლისას. 5 და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, ყველა მსახური, რომელნიც შეიძინა, და მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭა ხარანში, და წავიდნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ იქ. 6 და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის ადგილამდე, მორეს მუხამდე. და ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. 7 და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და აბრამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. 8 და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს. 9 და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა სამხრეთისაკენ. 10 და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან შიმშილი ძალზე მძვინვარებდა. 11 და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა სარაის: „ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. 12 დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. 13 ამიტომ თქვი რა, რომ შენ ჩემი და ხარ, რათა შენს გამო გადავრჩე და იცოცხლოს ჩემმა სულმა შენი წყალობით.” 14 და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო. 15 დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმა, შეაქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარდგენილ იქნა ეს ქალი ფარაონის კარზე. 16 და აბრამს კარგად ექცეოდნენ მისი ცოლის გულისათვის. და მას ჰყავდა ცხვარი და პირუტყვი, სახედრები და აქლემები, მსახურნი და მხევალნი. 17 და დიდი სენი შეჰყარა უფალმა ფარაონს და მის სახლს სარაის, აბრამის ცოლის, გამო. 18 და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი! რად არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო იგი? 19 რადა თქვი, ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!” 20 და ამცნო ფარაონმა ეს ხალხს. და გაისტუმრეს აბრამი და მისი ცოლი, და წაიღეს მათ, რაც ებადათ.თავი მეთერთმეტე                                                                                                                                    თავი მეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close