ძველი აღთქმა
1 მეფეთა
101 და აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: „აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად. 2 დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე, ცელცახში. გეტყვიან: “ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო? 3 და გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან, და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალ სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. 4 მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, და შენც გამოართმევ ხელიდან. 5 შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა
გუნდს, რომელთაც წინ მოუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით, თავად კი წინასწარმეტყველებენ. 6 ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აწინასწარმეტყველდები, სხვა კაცად გარდაიქმნები. 7 როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან. 8 ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.” 9 როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად, სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმ დღეს. 10 ავიდნენ ბორცვზე და აჰა, მოდის მისკენ წინასწარმეტყველთა
გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აწინასწარმეტყველდა. 11 ყველანი, ვინც გუშინ და გუშინწინ იცნობდნენ მას, ხედავდნენ წინასწარმეტყველებთან ერთად გაწინასწარმეტყველებულს, და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: „რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა?” 12 თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: „ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა?” 13 მორჩა ქადაგობას და ავიდა გორაკზე. 14 უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: „სად იარეთ?” მიუგო: „ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.” 15 უთხრა საულს ბიძამ: „მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.” 16 უთხრა საულმა ბიძას: „გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები.” ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის. 17 მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში. 18 უთხრა ისრაელის ძეთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან, რომელიც კი გჩაგრავდათ.’ 19 დღეს თქვენ უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვისვიო. აბა, დადექით უფლის წინაშე თქვენ – თქვენი ტომისა და საგვარეულოების მიხედვით.” 20 სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი. 21 მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოების მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი; მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს. 22 კვლავ შეეკითხნენ უფალს: „თუ კიდევ მოვა ის?” თქვა უფალმა: „აჰა, აღალს ეფარება.” 23 გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით მაღალი იყო. 24 უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი”, შესძახა ხალხმა და თქვა: „დღეგრძელი იყოს მეფე!” 25 გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი. წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი, და წავიდ–წამოვიდნენ თავ–თავის სახლებში. 26 საულიც წავიდა თავისი სახლისაკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო. 27 უღირსი ხალხი ამბობდა: „ეგ ჩვენ როგორ გვიხსნის?” და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. ის კი თითქოს ვერ ამჩნევდა ამას.