ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
181 დავითისა და მისი მოდგმისათვის საუკუნოდ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. 2 დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, 3 არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს. 4 მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში. 5 და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას. 6 ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. 7 რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს. 8 მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. 9 შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. 10 სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. 11 და შენი მორჩილი მათით არის განათლებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის. 12 ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომანი? განმწმიდე მე დაფარულთაგან. 13 ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. 14 დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 17 ფსალმუნი 19
ფსალმუნი 17 ფსალმუნი 19